პოლიტიკურო პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წევრები მიიჩნევენ, რომ 27 მაისს თანამედროვე, ევროპული და ღირსეული
ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ კახა სეთურიძემ 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენი პარტიის მიზანი ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებაა. ამ ღირებულებებით მოვდივართ, ამ ღირებულებებით ვაფასებთ და ვთანამშრომლობთ იმ ძალასთან, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნება“ ჰქვია“ - განაცხადა მან.
სეთურიძემ ამასთან, აღნიშნა, რომ ბოლო დროს ხლისუფლება გადარჩენისთვის იბრძვის და ის მზად არის ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. მისივე თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების მხრიდან ძალადობი ფაქტები კიდევ უფრო მატულობს.

















