23-24 თებერვალს, ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება სადაც მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის გიგი წერეთელის განცხადებით, ვენაში გამართულ სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იქნება საუბარი, მათ შორის - ეუთოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მედიის თავისუფლებაზე, პენიტენციალური სისტემის რეფორმირებაზე და სხვა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს სერგეი მაგნიცკის, იულია ტიმოშენკოს და პოლიტპატიმარ ანდრეი სანნიკოვის საკითხებსაც. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ასევე საუბარი იქნება რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე, რომელზეც ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ანგარიშში იქნება წარმოდგენილი.
"ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე, განათლების უფლების ხელყოფაზე და იმ აღებულ ვალდებულებებზე რომელსაც რუსეთი არ ასრულებს" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გიგი წერეთელმა.

















