საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში ეგვიპტის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მუჰამედ ალა ელდინ საად ელეისს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ეგვიპტეს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ სტუმარს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა.

















