„ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ წინასაარჩვენოდ დაგეგმილ ღონისძიებებს „კეთილი ადამიანები“ დააფინანსებენ, ისინი, ვისაც საქართველოში დემოკრატია და სასიკეთო ცვლილებები სურთ. ამის შესახებ განცხადება „ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ გააკეთა.
მისი თქმით, მათი ვინაობა საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობი იქნება, სანამ დამფინანსებლები განცახდების გაკეთებას თავად არ მოისურვებენ.
„ცხადია, ეს ვერ იქნება ივანიშვილი, რადგან ამას კანონი კრძალავს. მაგრამ გვეხმარებიან ისინი, ვისაც სურს თავისუფალი არჩევნები. აქ დასამალი არაფერია, დაველოდოთ, სანამ თავად გამოთქვამენ სურვლს, რომ ამის შესახებ განაცხადონ“- აღნიშნა გუნცაძემ.
მან „ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ დაგეგმილ „კარდაკარ“ აქციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებას დიდი ფინანსური რესურსი არ დასჭირდება, რადგან ორგანიზაციას მრავარიცხოვანი მოხალისეები ჰყავს და „კარდაკარ“ აქციის ჩატარებას მათი დახმარებით შეძლებს.

















