„ამომრჩეველთა ლიგა“ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს დაგეგმილ აქციას შეურთდება.
როგორც „ამორჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, კოალიციასთან ლიგას არაფერი აკავშირებს და აქციაში „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრები და აქტივისტები მონაწილეობას მიიღებენ, როგორც რიგითი მოქალაქეები.
გუნცაძის განცახდებით, ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა, ურთიერთობა პარტიებთან გარკვეულ ფორმატს უნდა ექვემდებარებოდეს.
„რა ფორმატშიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მოძრაობა თანამშრომლობას, ბუნებრიავია ამ ფორმატში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა შედგება. იგულისხმება საარჩევნო გარმოსთან დაკავშირებული საკითხები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემები და სხვა თემები, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება“-აღნიშნა გუნცაძემ.
მისვე თქმით, „ამორჩეველთა ლიგამ“ 27 მაისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღება ორგანიზაციაში მყოფი ამომრჩევლთა აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნით გადაწყვიტა.
„ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვუერთდებით 27 მაისს ხალხმრავალ აქციას, არ ადასტურებს ჩვენ უშუალო კავშირს „ქართულ ოცნებასთან“- აღნიშნა გუნცაძემ.
მისივე განცახდებით, „ამორჩეველთა ლიგა“ გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე ქვეყანაში დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება არ დამკვიდრდება.

















