logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დიმიტრი ლორთქიფანიძე – ხელისუფლება ქართველი მონოეთნიკური ერის პოლიტიკურ ერად გადაქცევას ცდილობს
დიმიტრი ლორთქიფანიძე – ხელისუფლება ქართველი მონოეთნიკური ერის პოლიტიკურ ერად გადაქცევას ცდილობს
15:39 24.05.2012
საქართველოში დემოგრაფიული სურათის რადიკალურ შეცვლას და ლაზიკას გეგმებს ემსახურება ცვლილებები, რომლის თანახმად, სახელმწიფო სამსახურში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირის დასაქმება ხდება შესაძლებელი.
აღნიშნულის თაობაზე დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
სხდომაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადირაძემ წარმოადგინა, პირველი მოსმენით დამტკიცდა.
„საუბარია არა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც საქართველოში დაიბადა და საქართველოს მოქალაქე იყო, არამედ, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსით შეუძლია ისარგებლოს პირმა, ვინც კავკასიური ენების ჯგუფს განეკუთვნება. ესენი არიან ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებში ცხოვრობენ“ – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, ამ პირებს საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოში დასაქმებისა და დასახლების უფლება ექნებათ.
„ეს არის განზრახული მომავალი ლაზიკისთვის. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ცდილობს საქართველოში დემოგრაფიული სურათის რადიკალურ შეცვლას. ეს გეგმები მიზნად ისახავს მონოეთნიკური ქართველი ერის პოლიტიკურ ერად გადაქცევას, რაც მომავალი არჩევნების მართვის კარგი საშუალება იქნება“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეუძლია დაინიშნოს სახელმწიფო მოხელედ, გარდა, პოლიტიკური თანამდებობისა.
შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონებში.
ამასთან, თანამემამულის სტატუსი შეიძლება მიიღოს პირმა, რომლის მიმართ, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, დადასტურდება მისი საქართველოდან წარმომავლობა ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა