პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე სააგიტაციო პლაკატების გაკვრა დაიწყეს.
აღნიშნული გზით, ისინი საზოგადოებას 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
კოალიციის ინფორმაციით, აქცია თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე გაიმართება. 13:00 საათზე კი, მოედნის მიმართულებით მხარდამჭერების მსვლელობა ვაკის პარკიდან, დინამოს სტადიონისა და ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიწყება.
„ვემზადებით 27 მაისისთვის. ხალხს სამი წერტილიდან ველოდებით. 15:00 საათზე კი, ყველა ერთად თავისუფლების მოედანზე შევიკრიბებით“ - განაცხადა ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
27 მაისს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას იწყებს.

















