პარტია ,,ახალი მემარჯვენეები“ მაღალმთიანი რაჭის საზღვრისპირა სოფლების - შოვის, უწერასა და გლოლას რეაბილიტაციას მოითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით აქცია ,,ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გამართეს.
აქციაზე, ლოზუნგით ,,გააცოცხლე შოვი და უწერა - არ დაცალო რაჭა“, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ავთო კიკალიშვილმა განაცხადა, რომ შოვი და უწერა უნიკალური მიკროკლიმატისა და სამკურნალო თვისებების მქონე კურორტებია, რომლებიც დღეს პრაქტიკულად მკვდარია.
მისი თქმით, შესაბამისი პირობების არ არსებობის გამო ეს რეგიონი მოსახლეობისგან თანდათან იცლება.
კიკალიშვილი აღნიშნავს, რომ შოვსა და უწერას მნიშვნელოვანი როლი არა მხოლოდ საკურორტო და რეკრეაციული თვალსაზრისით ენიჭება, არამედ აღნიშნული ზონა ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის კონფლიქტის ზონას ესაზღვრება.
,,2008 წლის აგვისტოში რუსეთ საქართველოს შორის განვითარებული მოვლენების შემდგომ, ზემო რაჭის საზღვრისპირა სოფლების დაცვას, გაძლიერებას და განვითარებას უსაფრთხოების თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“ - აღნიშნა კიკალიშვილმა.
,,აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავრობამ უწერას, შოვის და გლოლას ზონაში იგივე პროგრამა განახორციელოს, რასაც ანაკლია-განმუხურში ახორციელებს.

















