"დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო" ყველა ოპოზიციურ ძალას ამომრჩეველთა ერთიანი სიების შესადგენად გაერთიანებას სთავაზობს.
ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭოს ასოცირებულმა წევრმა ლერი გელენავამ განცხადება, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივის აუცილებლობა ამომრჩეველთა სიების დადგენის ალტერნატიული კომისიის შექმნის თაობაზე კიდევ კიდევ ერთხელ დადასტურდა ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული სიების აუდიტის შედგად.
"აღნიშნული ანგარიშით ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველთა 30 – 40 %-ის ადგილსამყოფელი დაუდგენელია და ალბათ ზედმეტი ახსნა განმარტება არ არის საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ ეს ხმები რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეწერება არჩევნების შემდეგ" - განაცხადა ლერი გელენავამ.
გელენავამ ასევე აღნიშნა, რომ მათ გაკვირვებას იწვევს იმ ოპოზიციური პარტიების დუმილი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ უცხადებენ საზოგადოებას, რომ უპირობოდ მოიგებენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. "სიების ალტერნატიული კომისიისთვის საჭირო ფინანსური რესურსი დღეს ოპოზიციურ ძალას უკვე აქვს და გაყალბებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია" - აცხადებენ დემოკრატიულ მოძრაობაში.
დემოკრატიული მოძრაობა მოუწოდებს ოპოზიციურ ძალებს ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია დააფიქსირონ.

















