საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პარლამენტის საზეიმო სხდომა ქუთაისში 26 მაისს, სავარუდოდ, 17:00 საათზე გაიხსნება.
წინასწარი მონაცემებით, სხდომაზე დაგეგმილია პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა, რომელიც დაახლოებით 25 წუთი გაგრძელდება.
ამასთანავე, წინასწარი ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატების სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული არ არის.
ამასთან, პარლამენტის ახალი შენობის წინ სამხედრო აღლუმი, სავარუდოდ, 18.00 საათზე დაიწყება.