საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ქუთაისს ეწვევა, სადაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ორ უნივერსიტეტს შორის სტუდენტთა სტაჟირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
პარლამენტის თავმჯდომარე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვედება.
შეხვედრის შემდეგ, აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი პარლამენტში სტუდენტთა სტაჟირების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ.

















