საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ ქუთაისს ეწვევა, სადაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ორ უნივერსიტეტს შორის სტუდენტთა სტაჟირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედება აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს.
შეხვედრის შემდეგ, აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი პარლამენტში სტუდენტთა სტაჟირების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ.

















