logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნატო-მ დეკლარაცია მიიღო
ნატო-მ დეკლარაცია მიიღო
09:55 22.05.2012
ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ჩიკაგოში სამიტის დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც საქართველოს სამი პუნქტი შეეხება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დამატებით ორი პუნქტი მთლიანად რეგიონს ეთმობა, რომელშიც თავისთავად საქართველოც მოხსენიებულია.
დეკლარაციაში პირველად ჩაიწერა იმის შესახებ, რომ საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა. ნთქვამია, რომ ალიანსი რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
„ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებისა და შემდგომში მიღებული გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს. მივესალმებით საქართველოს პროგრესს, რომელსაც მან ბუქარესტის სამიტის შემდგომ პერიოდში მიაღწია, რათა რეფორმების წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებისა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ალიანსთან აქტიური პოლიტიკური ჩართულობის გზით, სისრულეში მოიყვანოს ევროატლანტიკური მისწრაფებები“ - აღნიშნულია დეკლარაციაში.
ნატო-ს წევრი ქვეყნები პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებით და პრაქტიკული თანამშრომლობით საქართველოსთან კავშირის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
დოკუმენტის თანახმად, ალიანსი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და 2009-2010 წლების სამიტების ორი დეკლარაციის მსგავსად, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს „გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარება“.
ნატო ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი და ეუთო-სთან, გაერო-სა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელი შეუწყონ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
დეკლარაციაში გამოხატულია ნატო-ს ოფიციალური პოზიცია - ალიანსი „შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით“ და ისევ მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების თავისუფალი შესვლა.
დეკლარაციაში ნატო-ს წევრი ქვეყნების ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს, როგორც ISAF-ის სამხედრო ძალების მეორე მსხვილი ნატო-ს არაწევრი კონტრიბუტორის, მნიშვნელოვანი წვლილის გამო მადლიერება გამოხატული.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა