დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით დღეს ვენესუელას ეწვევა.
„აფსნიპრესსის“ ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია ვენესუელაში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ხინთბას ხელმძღვანელობით ჩავა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დე ფაქტო აფხაზეთსა და ვენესუელას შორის მომავალი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

















