ტელეკომპანია ,,პირველ სტერეოსა“ და სამაუწყებლო კომპანია ,,სტერეო პლუსის“ დამფუძნებელს დავით ზილფიმიანსა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრა ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრას კამპანია ,,ეს შენ გეხებასა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებიც ესწრებიან.
როგორც ,,ნიუსპრესს“ შეხვედრის ორგანიზატორმა, ფონდის მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერმა ხატია ჯინჯიხაძემ განუცხადა, დავით ზილფიმიანთან შეხვედრის მოწყობის ინიციატივით, მათ ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა მიმართა.
,,ჩვენს ინტერესში შედის, რომ ამ ადამიანთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მივიღოთ. შეხვედრა ძირითადად ინფორმაციული ხასიათის იქნება და მხარეები ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ“ - აღნიშნა ჯინჯიხაძემ.
სამუშაო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეებს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელი კახა ბექაურიც შეუერთდა.

















