პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქართველ მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო არსებული პრობლემის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.
კოალიციის ცნობით, შეხვედრას მეცნიერები - მარიკა ლორთქიფანიძე, კოტე ჟღენტი, კიაზო ფირცხელაური, ზაზა სხირტლაძე, ზაზა აბაშიძე, გიორგი ოთხმეზური, ქეთევან აბაშიძე და მერაბ ბუჩუკური ესწრებოდნენ.
მათ კოალიციის ლიდერს ისტორიული ფაქტები და პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვები გააცნეს. მეცნიერებმა ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც მოისმინეს.
როგორც ისტორიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გარეჯის მონასტრის ირგვლივ ბოლო ხანებში წარმოქმნილი პრობლემა საყურადღებოა და მის გადაწყვეტაში სახელმწიფოსთან ერთად, მეცნიერებიც უნდა ჩაერთონ.

















