საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, პრეზიდენტების მოლაპარაკების მთავარი თემა დავით გარეჯის სამინასტრო კომპლექსი იყო.
მისივე თქმით, აღნიშნული სამონასტრო კომპლექსის საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემა საბჭოთა დროიდან მოდის, რადგან კომუნისტურმა ხელისუფლებამ ადმინისტრაციული საზღვარი ისე გაატარა, რომ კომპლექსის დაახლოებით, 2% აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩნდა.
„პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩვენ მოვითხოვთ სასაზღვრო კომისიის შეკრებას, რათა ამ საკითხზე მუშაობა გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელოთ“-განაცხადა ვაშაძემ.
ჩიკაგოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის შეხვედრაცაა დაგეგმილი.
ქართული და აზერბაიჯანული დელეგაციები ჩიკაგოში ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 20-21 მაისს იმართება.

















