ჩიკაგოში დღეს ნატო-ს სამიტი გაიხსნება, რომელშიც მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
ქართული დელეგაცია ამერიკაში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება.
საქართველო პირველად მონაწილეობს ნატო-ს სამიტში ალიანსის ასპირანტი ქვეყნის სტატუსით. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში ნატოში ინტერგაციის გზაზე ქვეყნის პროგრესი დაფიქსირდება.
უცხოური მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის მსვლელობისას მსოფლიოს 50-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითად თემებად ლიბიასა და ავღანეთში არსებულ ვითარებას, ასევე ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟების საკითხს განიხილავენ.
ასევე, ჩიკაგოს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური მდივანი ბენ კი მუნი.
სამიტი ორდღიანია და იგი 21 მაისს სრულდება.

















