27 მაისს თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციას მსოფლიო ომის ვეტერანებიც შეუერთდებიან.
ეს განცხადება „ვეტერანთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარემ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა აღინიშნა, სახელმწიფოს კულტურა იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, თუ როგორ ექცევა ის საკუთარ ომისა და შრომის ვეტერანებს. მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ვეტერანები ღირსეული პირობებში იცხოვრებენ.
ბიძინა ივანიშვილის პირველი შეხვედრა ვეტერან რევაზ ნაცარიშვილსა და ვახტანგ ჯაფარიძესთან 9 მაისს, ვაკის პარკში შედგა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ვეტერანებს დაჰპირდა, რომ მათი პრობლემებით პირადად დაინტერესდებოდა.

















