ტელეკომნანია ,,პირველი სტერეოს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ვასილ კობაიძე დღეს, 11 საათზე ,,თბილისი მარიოტში“ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა.
როგორც, პრესკონფერენციაზე დასასწრებად მისულმა არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა პრესკონფერენციის ჩაშლის მიზეზი მისი იქ ყოფნა გახდა.
,,დამინახეს და წავიდნენ, მე არ მინდა რომ პრესკონფერენცია ჩაიშალოს, მინდოდა უბრალოდ გამეცნო ეს პიროვნება და მისთვის რამდენიმე შეკითხვა დამესვა. როცა მოვა ჰკითხეთ, როგორ მოხდა ის რომ დირექტორი 28 მაისის ნაცვლად 18 მაისს შეიცვალა“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
მისი განმარტებით, კომპანიის დირექტორის შეცვლის საკითხზე კრება 28 მაისს უნდა ჩატარებულიყო , კობაიძე კი დირექტორად18 მაისს დაინიშნა.
,,თბილისი მარიოტში“ პრეკონფერენციის ჩაშლის შემდეგ, ჟურნალისტებთან ვასილ კობაიძის წარმომადგენელი მივიდა და შეკრებილ ჟურნალისტებს აცნობა, რომ პრესკეონფერენციის დრო და ადგილი შეიცვალა და იგი სასტუმრო ,,რედისონში 11:30 საათზე გაიმართებოდა.
სასტუმრო ,,რედისონში“ ჟურნალისტებთან ერთად დავით ზილფიმიანიც მივიდა, თუმცა იგი სასტუმროს დაცვამ და იქ მობილიზებულმა პატრულმა შეონაში არ შეუშვა.
დავით ზილფიმიანმა ამის შემდეგ ტერიტორია დატოვა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის დანებებას არ აპირებს და კობაიძის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის ფაქტს აუცილებლად გაასაჩივრებს.

















