დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არსებული ვითარების ადგილზე შესასწავლად დღეს გარეჯში პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მიემგზავრება.
ამის თაობაზე განცხადება პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
მისი თქმით, იგი გარეჯში საკუთარი პარტიის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ჩავა. ისინი ცენტრალური ლავრის მოსალოცად გაემგზავრებიან და ვითარებას ადგილზე გეცნობიან.
არსებული ინფორმაციით, 6 მაისიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარე მონასტერში ტურისტებსა და მომლოცველებს არ უშვებენ.

















