საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 18:47 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იყო, თუმცა, მკვეთრი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
ცენტრის ინფორმაციით, ნგრევისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
აზერბაიჯანში 5.7 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში 7 მაისს მოხდა. მიწისძვრამ დედოფლისწყაროში ნგრევა გამოიწვია.

















