პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი 27 მაისს აქციაზე ხელისუფლების მხრიდან გართულებებს არ ელის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 27 მაისს აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია იგეგმება და კოალიცია მზადაა ყველა დეტალი ხელისუფლებას შეუთანხმოს.
ხიდაშელის განცხადებით, კოალიცია თანამშრომლობას სთავაზობს ხელისუფლებას ისეთ საკითხზეც კი, როგორიცაა - სხვადასხვა ქუჩებზე მოძრაობის მარშრუტი, რათა ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემები არ შეექმნას.
„ვგეგმავთ წინასწარ გავაფრთხილოთ მოსახლეობა, თუ რომელ საათებში რომელი ქუჩა იქნება დემონსტრაციისას გადაკეტილი, რათა მოქალაქეებმა წინაწარ იცოდნენ და აირჩიონ ალეტერნატიული მოძრაობის მარშრუტი“ - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, დეტალების შეთანხმება გართულების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად ხდება.
ხიდაშელის განმარტებით, აქცია საპროტესტო ხასიათის არ იქნება, დაგეგმილი დემონსტრაციით კოალიციის საარჩევნო კამპანია იწყება.
„2 ნოემბერს, როდესაც ჩვენ აქციას ვიწყებდით, იმ გეგმებიდან გამომდინარე რაც გვქონდა, არ ველოდით 7 ნოემბერს, მაგრამ მაინც მოხდა. დღეს მე არანირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იქ რამე გართულება იქნება, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადეკვატური იქნება ხელისუფლება და რამდენად მზად შეხვდება ჩვენს სრულიად მშვიდობიან ინიციატივას“- აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მსგავსი აქციებით წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება მსოფლიოში აპრობირებული და ცივილიზებული მეთოდია.

















