ყაზახეთში საქართველოს კონსულის, ანდრო კაჭკაჭიშვილის ცნობით, ყაზახეთში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი ქართველი მძღოლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
"ჩვენს მოქალაქეებთან 24 საათიანი კავშირი გვაქვს. ისინი ჯანმრთელად არიან, საკვები მიეწოდებათ და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს" - განუცხადა ანდრო კაჭკაჭიშვილმა "ნიუსპრესს".
მისივე ცნობით, გზის გაწმენდა დაახლოებით ორ დღეში მოხერხდება, რის შემდეგაც ქართველ მძღოლებს ტერიტორიიდან გამოსვლის საშუალება ექნებათ.
შეგახსენებთ რომ ყაზახეთში, მანგისტაუსკის მხარეში გზაში, სამი ქართველი მძღოლი - გოჩა ქოიავა, გიორგი ცაგურიშვილი და ჯემალ ქეთელაური უამინდობის გამო ჩარჩნენ.

















