პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უკვე დაიწყო. მას ბიძინა ივანიშვილი, თეა წულუკიანი, ეკა ბესელია და ალექსანდრე ბარამიძე, ასევე კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ წარმომადგენლები ესწრებიან.
დიპლომატებს კოალიციის წევრები „ქართული ოცნების“ რეგიონულ ოფისებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს გააცნობენ.
შეხვედრა დიპლომატებთან ერთი საათი გაგრძელდება.

















