ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგება მოსახლეობისთვის ამ კვირაში დაიწყება. ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს გამართულ
ბრიფინგზე გაახმოვანა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში იმ რაიონების სია გამოქვეყნდება, სადაც ვაუჩერების დარიგება მოხდება. პრობლემების არსებობის შემთხვევაში იმოქმედებს ცხელი ხაზიც.
ნიკა გილაურის განცხადებითვე, ასეთივე პროგრამა გასულ წელსაც განხორციელდა. ვაუჩერი წელს დაახლოებით 1 მლნ 200 ათას ოჯახს დაურიგდება.
"ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს თანამოქალაქეებს ბევრად უფრო გაუადვილდებათ და შეუმსუბუქდებათ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა" - აღნიშნა პრემიერმა.
აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის და სოციალური დახმარების სამინისტრო იქნება. ვაუჩერიზაციის დასაფინანსებლად დაახლოებით 25 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოიყო.

















