პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს აქტიურად გამოიყენებს. ამის შესახებ პარტიის
ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პროექტის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მან აღნიშნული ცენტრების შექმნა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამის საშუალებით ყველა ოპოზიციურ პარტიას შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ რეგიონში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ამომრჩევლებსა და მომხრეებს შეხვდეს.
„ეს ცენტრები მართლაც ძალინ კარგადაა აღჭურვილი, ჩვენ თავიდანვე პოზიტიურად შევხვდით ამ იდეას და ახლაც აქტიურად ვგეგმავთ მათ გამოყენებას. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც სამწუხაროდ ქართულ სინამდვილეში ოპოზიციისთვის ელემენტარულად დარბაზის დაქირავება გადაულახავი პრობლემაა“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
პროექტის - „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების“ პრეზენტაცია დღეს გაიმართა. აღნიშნული პროექტი აშშ-ს საელჩომ 5 მლრდ აშშ დოლარით დააფინანსა. უკვე 9 ცენტრი გაიხსნა, უახლოეს მომავალაში დაგეგმილია კიდევ ერთი ცენტრის გახსნა.

















