ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დააკვირდება თუ როგორ მოხდება კამპანია ,,ეს შენ გეხებას“ ფარგლებში გაწევრიანებული
მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შედგენილი საკანონმდებლო წინადადებების პაკეტის კანონმდებლობაში ასახვა. ამის შესახებ NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შეფასებას, ნავაროს განმარტებით ეს მათი კომპეტენცია არ არის.
,,ჩვენი დანიშნულება არ არის, ესა თუ ის საკანონმდებლო წინადადება შევაფასოთ. ჩვენ უბრალოდ პროცესს ვაკვირდებით და ამ დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციას NDI-ს წინასაარჩევნოდ ჩამოყალიბებულ დელეგაციას გავუზიარებთ“ - განაცხადა მან.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საარჩევნო გარემოს დახვეწის მიზნით შედგენილი საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი დღეს პოლიტიკოსებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნეს.

















