logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„სტერეოს“ დამფუძნებელი დეპუტატს ქონების მითვისებაში ამხელს
„სტერეოს“ დამფუძნებელი დეპუტატს ქონების მითვისებაში ამხელს
14:59 17.05.2012
ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ და სამაუწყებლო კომპანია „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი საპარლამენტო  უმრავლესობის წევრს დავით ბეჟუაშვილს მისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს.
როგორც ვილფიმიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მან იტალიაში გამგზავრების წინ, 11 მაისს შვილს „სტერეო პლუსის“ წილი გადაუფორმა, 12 მაისს კი, ბეჟუაშვილმა, რომელიც „პირველ სტერეოში“ მისი პარტნიორია, სასამართლოში განცხადება შეიტანა, თითქოს, მათ დავით ზილფიმიანი აზარალებდა.
ბიზნესმენის განმარტებით, ეს განცხადება მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება.
„მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა, ჩემი ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი საჯარო რეესტრში მიიტანეს და სასამართლოს განჩინებით, ჩემი ქონების დაყადაღება მოითხოვეს. რეესტრს 5 დღიანი ვადა არ გამოუყენებია და იმავე დღეს „პირველი სტერეო“ და „სტერეო პლუსი“ დამიყადაღეს“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
„ყადაღას 4 დღეში გასდის ვადა. ისინი შემდეგი პროცესისთვის ემზადებიან, რომ ყადაღის ვადა, რაც შეიძლება დიდხანს გაიწელოს და ბიზნესის თავისუფლად წარმოების საშუალება არ მქონდეს“-აღნიშნა მან.
ზილფიმიანი ქონების დაყადაღების 2 მიზეზს ვარაუდობს.
„აქ მხოლოდ 2 მიზეზს ვხედავ. ერთია - „მეცხრე არხთან“ ტექნიკურ მოსახურებაზე გაფორმებული კონტრაქტი, მეორე - ჩემი შვილისთვის კომპანიის გადაფორმება. სხვა ცვლილება არ მომხდარა“ - განაცხადა ზილფიმიანმა და აღნიშნა, რომ მომავალ კვირაში, ელიტური კორუფციის გამოსავლენად კონკრეტულ სახელებსა და გვარებს დაასახელებს და იმ შემთხვევაში თუ ამის შემდეგ, შესაბამისი უწყებები რეაგირებას არ მოახდენენ, ის სასამართლოს თავად მიმართავს.
ბიზნესმენის განცხადებით, ის თავისი ქონების დათმობას არ აპირებს. 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა