logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ჯონდი ბაღათურია დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს აყენებს
ჯონდი ბაღათურია დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს აყენებს
14:57 17.05.2012
ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პარლამენტში  კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.
როგორც ბაღათურიამ დღეს პარლამენტში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორია დატოვა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვარეებმა საქართველოს ტერიტორია გადმოკვეთეს.
„ვერ გეტყვით, ამ შემადგენლობის პარლამენტში რა პერსექტივა აქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, თუმცა, იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძველი სახეზეა - პრეზიდნეტი გაიქცა სახელმწიფოდან, მაშინ როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელდა აგრესია, საზღვარი გადმოლახეს მეზობელი სახელმწიფოს შეიარაღებულმა სასაზღვრო ძალებმა და დაიკავეს მნიშვენლოვანი ტერიტორია, სადაც საქართველოს ეროვნული სიწმინდეა განთავსებული“ – განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა და „მილანში საათების ყიდვით ერთობოდა“.
„ეს არის მორალურად სამარცხვინო საქციელი, ხოლო სამართლებრივად პასუხისგებაში მისაცემი და პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა იყოს დათხოვნილი“ – აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთანავე, ბაღათურია მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს–ს სასაზღვრო პოლიციამ უნდა განმარტოს, თუ რა პირობებში დატოვეს ქართველმა მესაზღვრეებმა ტერიტორია.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ პროვოკაცია, თუმცა, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ტერიტორიების შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ“ – განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ გარეჯის უდაბნოს ტერიტორია.
ქართველი ბერების ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 6 მაისის შემდეგ გამოჩნდნენ და ქართველ მომლოცველებს იქ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა