პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს საპარლამენტო უმცირესობას ახალი ინიციატივების მოსმენის იმედი არა აქვს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოსვლისას ვიცე–სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის შემდეგ ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი მოვლენაა.
"მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მოსვლის გარდა საინტერესოა როგორი იქნება მისი მოხსენების შინაარსი, კერძოდ კი რა გეგმები აქვს მთავრობას. თუმცა ეჭვი მეპარება რაიმე ახალი და ორიგინალური იყოს" – განაცხადა ვეფხვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ანგარიშით მომავალ სასესიო კვირას წარსდგება.

















