logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი აშშ-ში ქართველ ექიმებს შეხვდა
პრეზიდენტი აშშ-ში ქართველ ექიმებს შეხვდა
10:35 17.05.2012
აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამერიკაში სამუშაოდ მყოფ ქართველ ექიმებს შეხვდა და მათ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
როგორც შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, მედიცინის თვალსაზრისით, საქართველო მალე აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი გახდება. მიხეილ სააკაშვილი მედიკოსებს ქვეყნის საკურორტო ზონების განვითარების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ მხრივ, სამედიცინო ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს.
„საქართველოში სამედიცინო სექტორი საგრძნობლად ვითარდება. ქვეყნის მასშტაბით 150 პატარა და დიდი კლინიკა იხსნება. მაქვს პრეტენზია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე თანამედროვე სამედიცინო სისტემას ვქმნით“ - განაცხადა სააკაშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, საქართველოში იწყება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა. პროექტის ბიუჯეტი 250–300 მლნ აშშ დოლარია და მას კორეელები ახორციელებენ.
მან სარეაბილიტაციო კურორტების განვითარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყანას დიდი რესურსი აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბევრი პროფესიონალი და კვალიფიციური კადრი მუშაობდეს, პრეზიდენტმა ამერიკაში მოღვაწე წარმატებულ ექიმებს ამ პროცესში აქტიური ჩართვა სთხოვა და მათ დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარება შესთავაზა.
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, იგი ნიუ-იორკს, ლოს ანჯელესს და ჩიკაგოს ეწვევა.
20-21 მაისს პრეზიდენტი ჩიკაგოში ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა