პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ნიუ იორკში პრინსტონის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის
პირველი პირი, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრებს.
მიხეილ სააკაშვილის საჯარო ლექციის თემაა - „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიუ იორკიდან სახელმწიფოს მეთაური ჩიკაგოში გაემგზავრება და 20-21 მაისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

















