logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნება“ კონტროლის პალატის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს არასწორს უწოდებს
„ქართული ოცნება“ კონტროლის პალატის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს არასწორს უწოდებს
18:04 16.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ კონტროლის პალატის ვებ-გვერდზე შპს „მენეჯმენტ სერვისთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს მცდარს უწოდებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნებისა“ და შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტიც, რომ მონიტორინგის სამსახურს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ დაჯარიმების დასაბუთებული დადგენილება ჯერაც არ გადაუცია.
მათი ინფორმაციით, კონტროლის პალატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფინანსო დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები დეკლარირებული არ ჰქონდათ.
„პოლიტიკური პარტიები ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შევახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებში, საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები არ არის, ვინაიდან, ამ ხარჯების გადახდის ვალდებულება მხოლოდ მარტიდან გაჩნდა“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, „მენეჯმენტ სერვისის” სასარგებლოდ დღეისთვის უკვე გადახდილია 200 000 ლარი. რაც შეეხება, რემონტის ხარჯებს, იგი პარტიების მიერ დეკლარირებულ და შესაბამისად, გადახდილ საიჯარო ქირის ღირებულებაშია ასახული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას „მენეჯმენტ სერვისი” საკუთარი სახსრებით ახორციელებდა, რომელიც სარემონტო პროცედურების შესრულებას შპს „ბურჯს“ უკვეთავდა.
„ეს ინფორმაცია მცდარია. საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ კომპანიების სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დავრწმუნდეთ, რომ „მენეჯმენტ სერვისის” დამფუძნებელი ცენტრალურ ამერიკაში რეგისტრირებული კომპანიაა, ხოლო „ბურჯის“ დამფუძნებელი კი -ევროპაში“ - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, უზუსტობაა კონტროლის პალატის განცხადების იმ ნაწილშიც, სადაც „მენეჯმენტ სერვისის“ ხელმძღვანელსა და საბუღალტრო მომსახურებაზეა საუბარი.
განცხადებაში „ქართული ოცნებისა“ და „მენეჯმენტ სერვისის“ წარმომადგენლები ასევე, უარყოფენ, კონტროლის პალატის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს „მენეჯმენტ სერვისის“ ხელმძღვანელი და ფინანსური საქმიანობის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები, ამავდროულად, „ქართულ ოცნებაში“ არიან დასაქმებულნი.
„გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საჯარო განცხადებების კეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ნაცვლად, შეიმუშავოს და „მენეჯმენტ სერვისს“ დროულად ჩააბაროს 4 760 190 ლარით დაჯარიმების შესახებ მიღებული დასაბუთებული დადგენილება“ - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, 15 მაისს ოფიციალურ ვებ-გვერდზე „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმების ფაქტებსა და გარემოებებზე განცხადება გაავრცელა.
„მენეჯმენტ სერვისი“ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 4 760 190 ლარით 14 მაისს დააჯარიმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა