„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ განახლებული პროგრამა „დასაქმებული საქართველოს“ ძირითადი პრიორიტეტები დიდუბის მოსახლეობას დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ გააცნო.
როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, პარტიის მთავარი მიზანი ისეთი მოდელის შემუშავებაა, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის საკანონმდებლო სისტემისთვისაა დამახასიათებელი.
„დღეს ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა, რომელიც ქვეყნის ყველა ოჯახს აწუხებს. ჩვენი დასაქმების პროგრამა სწორედ მოქალაქეების კეთილდღეობაზეა გათვლილი. „ეროვნულ-დემოკრატების“ დასაქმების პროგრამა ყოველი უმუშევარი მოქალაქის დაზღვევას, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს შექმნას და მათ პროფესიულ გადამზადებას გულისხმობს“ – აღნიშნა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, ედპ-ის განახლებული პროგრამის პრიორიტეტები სოფლის მეურნეობის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემების დაძლევა და სხვა საკითხებია.

















