კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრებს ხვდება.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დილით პრესსამდივნოს სახელით გავრცელდა ანონსი, სადაც ადგილი ჰქონდა უზუსტობას. ანონსში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი 15:00 საათზე სპორტსმენებთან შეხვედრას გეგმავდა“- ნათქვამია განცხადებაში.
დაშვებული უზუსტობისთვის პრესსამდივნო ბოდიშს იხდის.

















