საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს მომავალ სასესიო კვირაში ეწვევა.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, მას კონსულტაციები ჰქონდა პრეზიდენტთან, რომელმაც პარლამენტში სტუმრობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გადატვირთული გრაფიკის გამო, ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტის წინაშე აუცილებლად წარსდგება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქციებსა და ცალკეულ დეპუტატებს მოუწოდა მოემზადონ დებატებისათვის, რადგან პრეზიდენტის სტუმრობა პარლამენტში ისევე, როგორც გასულ წლებში დებატების ფორმატში გაიმართოს.

















