პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.
პავლე კუბლაშვილის განმარტებით, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ იმ პირებს, ვინც ამ ნორმით ისარგებლებენ, უფლება ექნებათ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.
ცვლილებებს მხარი 109 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი ერთი დეპუტატი იყო. კონსტიტუციას დაემატება შემდეგი შინაარსის 104-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

















