უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მილანში ვიზიტთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომაზე
განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანმა საზღვარი გადმოსწია, მისმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ერთი ნაწილი უკანონოდ მიითვისეს და სტიქიამ თბილისში 5 ადამიანი იმსხვერპლა, პრეზიდენტი მილანში გასართობად გაემგზავრა.
„პარლამენტმა დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. პრეზიდენტი, რომელსაც დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივისცემა ევალებოდა, იმ დღესვე წავიდა. სამარცხვინო ფოტომასალაა გამოქვეყნებული, როდესაც პრეზიდენტი მილანის ქუჩებში დასეირნობს“ - აღნიშნა დეპუტატმა.
ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სტიქიური უბედურებიდან მეორე დღეს, მილანში საყიდლებზე იმყოფებოდა. გაზეთმა შესაბამისი ფოტომასალაც გამოაქვეყნა.

















