"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ კონტროლის პალატის მიერ პრობლემურად მიჩნეულ თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავენ.
"მოვისმინეთ კონტროლის პალატაში ჩვენს მიმართ გაკეთებული განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულება, პარტიის შიგნით კონსულტაციები გვქონდა და მივიჩნევთ, რომ პრობლემურად მიჩნეული თანხები, რომელზეც კონტორლის პალატამ ვარაუდი გამოთქვა, უნდა მივმართოთ სახელმწიფო ბიუჯეტში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ მელიქიშვილმა.
საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. კონტროლის პალატა "ნაციონალურ მოძრაობას" წინადადებას აძლევს, "კანონის სულისკვეთებისა და სამართლაინობის პრინციპიდან გამომდინარე მათ მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა, 95 848 ლარის ოდენობით, გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში".

















