logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვს
„სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვს
14:48 15.05.2012
პოლიტიკურმა პარტიამ „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება  დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ ბრიფინგზე გააპროტესტა.
პარტიის საერთაშორისო მდივანმა თეიმურაზ მურვანიძემ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური უწოდა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებას გარეჯის ტერიტორიის აზერბაიჯანის კუთვნილების შესახებ.
„ასეთი უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტიური განცხადებები მძიმე დარტყმაა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისთვის. მსგავსმა ანტისახელმწიფოებრივმა გამონათქვამებმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ წერტილი დაუსვა აზერბაიჯანთან ამ თემაზე მოლაპარაკებებს, რომელზეც, წლების განმავლობაში, ორი სადავო საკითხი - დავით გარეჯი და წითელი ხიდი განიხილებოდა“-აღნიშნა მურვანიძემ.
მისი თქმით, პარტიამ არაერთხელ ამხილა ხელისუფლება უუნარობაში - დაიცვას ქვეყნის საზღვრები და მოითხოვა „მცოცავი ანექსიის“ შეჩერება.
„სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზამ“ ბრიფინგის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური წერილი შეიტანა და ამ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები ითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 6 მაისიდან გარეჯის მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩადგნენ და ტაძარში მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით მონასტერში მოღვაწე ბერებმა დაუყოვნებლივ აცნობეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკითხის გარკვევა და მოგვარება სთხოვეს.
ნინო კალანდაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება აზერბაიჯანის მონაკვეთს, საგარეო პოლიტიკური უწყება ამ პრობლემას თვალს მაინც ადევნებს. მისი განმარტებით, აზერბაიჯანულ მხარესთან აქტიურად მიმდინარეობს საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობა. ამ საკითხს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფები არკვევენ. მოლაპარაკება აზერბაიჯანის მთავრობასთან შეხვედრების დროსაც იმართება და პროცესი ჯერჯერობით დასრულებული არ არის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა