საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ექსპერტები 10-დღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.
როგორც "ნიუსპრესს" სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, ამერიკელი ექსპერტები "საქსტატის" თანამშრომლებს მონაცემთა შეგროვების ახალი სისტემის დანერგვასა და განვითარებაში დაეხმარებიან.
ვიზიტის ფაგლებში "საქსტატის" თანამშრომელთა მუშაობის შეფასება მოხდება და საჭიროების შემთხვევაში ტრენინგის კურსიც დაინიშნება.

















