საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ პრეზიდენტის
პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამთავრობო კომისიის მუშაობის შედეგად, საზღვრის დიდი ნაწილი ორ ქვეყანას შორის უკვე შეთანხმებულია. დანარჩენი ნაწილის შეთანხმების შემთხვევაში, საზოგადოება ინფორმაციას აუცილებლად მიიღებს.
,,კარგად მესმის, რომ დავით გარეჯის თემა სენსიტიურია. ეს ფაქიზი საკითხია და მოვუწოდებ ყველას მას სიფრთხილით მოეკიდონ“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარეჯში ერთ-ერთი მონასტრის მონახულების საშუალებას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს არ აძლევენ. თუმცა, ეს ინფორმაცია მთავრობის წევრებმა არ დაადასტურეს.

















