პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის მილანში ყოფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პრეზიდენტი ევროპის გავლით ამერიკაში გაემგზავრა და ფრენის განრიგი რამდენიმე საათით მილანში გაჩერებას ითვალისწინებდა.
რაც შეეხება შეკითხვას - იმყოფებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი მილანში საყიდლებზე, მანჯგალაძემ ჟურნალისტებს კორექტულობისკენ მოუწოდა.
ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სტიქიური ტრაგედიიდან მეორე დღეს მილანში საყიდლებზე იმყოფებოდა. გაზეთმა შესაბამისი ფოტომასალაც გამოაქვეყნა.

















