საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს იწყებს. ამის შესახებ
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ეწვევა ნიუ იორკს, ლოს ანჟელესს და ჩიკაგოს.
20-21 მაისს იგი მონაწილეობას მიიღებს ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის მუშაობაში.
„ამას გარდა, პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს შეერთებული შტატების პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან; ასევე, დაგეგმილია რამდენიმე საჯარო გამოსვლა, მათ შორის, წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში“ - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

















