საპარლამენტო ფარაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ საკონსტიტუციო ცვლილების ბოლო ფორმულირებას, რომელიც ევროკავშირის
წევრი სახელმწიფოს მოქალაქის საქართველოში ცხოვრების ბოლო 5 წლიან ცენზს უკავშირდება, არ ეთანხმებიან.
ჟურნალისტებთან საუბარში ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ „ქრისტიან-დემოკრატებს“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ალტერნატიული პროექტი აქვთ, რომელიც საქართველოში ცხოვრების ბოლო 3 წლიან ცენზს უკავშირდება.
„ჩვენ არ ვეთანხმებით კონსტიტუციაში ბოლო 10 წლიან ან 5 წლიანი ცენზის ჩაწერას. კონსტიტუციაში კონკრეტული რიცხვი უნდა ეწეროს და არა ჰაერიდან მოტანილი ციფრები“ - განაცხადა ვეფხვაძემ და იქვე დასძინა, რომ ცვლილებების მეორედ მოსმენით განხილვისას ქდმ პლენარულ სხდომაზე ალტერნატიულ წინადადებას დასვამს.
ცვლილებების საბოლოო ფორმულირების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.

















