კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო ფორმულირება უკვე ცნობილია.
კონსტიტუციას დაემატება შემდეგი შინაარსის 104-ე მუხლი, რომლის თანახმად, „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იწყება მსჯელობა.
დღესვე, რიგგარეშე სესიაზე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს.
პირველი მოსმენით მიღებული ფორმულირების თანახმად, საქართველოში ცხოვრების ბოლო 10 წლიანი ცენზი იყო ჩაწერილი.

















