კონტროლის პალატის მიერ შპს "მენეჯმენტ სერვისის" 5 მლნ ლარამდე თანხით დაჯარიმების ფაქტთან დაკავშირებით დღეს, „მენეჯმენტ სერვისის“ ხელმძღვანელი
და ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავენ.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, კომპანია სამი პოლიტიკური გაერთიანების - „რესპუბლიკური პარტიის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის განხორციელების გამო დააჯარიმა.
"მენეჯმენტ სერვისის" დირექტორის ბესიკ დემეტრაშვილის თქმით, კონტროლის პალატამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ბიზნესში უხეშად ჩაერია.
კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კომპანიის წიინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 11 მაისს შეადგინა, რომლითაც აღნიშნული საწარმო მოქალაქეთა სამი პოლიტიკური გაერთიანების - „რესპუბლიკური პარტიის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში დაადანაშაულა.
„ჩემი კომპანია გაკოტრების პირასაა, რადგან კონტროლის პალატის მიერ დაწესებული ჯარიმა ჩემს მფლობელობაში არსებულ აქტივებს აღემატება"- აღნიშნა დემეტრაშვილმა.

















