საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ჩეხეთის
რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ირჟი შნაიდერს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი გაინიხილეს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. ასევე, განხილულ იქნა რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე აქტუალური საკითხები.

















