პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ ვალერი გელბახიანის საქმესთან
დაკავშირებით სამართალდამცველები კანონის ფარგლებში ისევე იმოქმედებენ, როგორც სხვა შემთხვევაში.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში კუბლაშვილმა განაცხადა, გელბახიანის დაკავების შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყო.
მისი განმარტებით, ყველა საკითხი, რომელიც გელბახიანის დაკავებას, ბრალის წაყენებას და შუამდგომლობას შეეხება, სამართალდამცველების კომპეტენციაა და საზოგადოებას ყველა დამატებით ინფორმაციას ისინი მიაწვდიან.
ვალერი გელბახიანი დღეს საქართველო–სომხეთის საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს.

















